კარგი ჩვევები

ავარჯიშეთ ფეხები სისტემატურად.

როდესაც თქვენი სამუშაო მოითხოვს დიდი ხნის განმავლობაში ფეხზე დგომას ან ჯდომას, თქვენ უნდა გააკეთოთ მოკლე შესვენებები, იაროთ ფეხით ან ამოძრაოთ თქვენი ფეხები წრიულად. დიდხნიანი მგზავრობისას მანქანით, მატარებელით, ან თვითმფრინავით, ადექით და ცოტა ხანი ფეხით გაიარეთ. რეგულარულად ამის კეთება აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს ვენურ უკუდინებას.

შეარჩიეთ სპორტის სწორი სახეობა.

ყველაზე მიზანშეწონილი ვარჯიში ვენური სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებისათვის არის რეგულარულად ფეხით სიარული შესაბამისი ფეხსაცმელით. თქვენი ფეხის კუნთების შეკუმშვა ხელს უწყობს სისხლის ნაკადის მიდინებას გულთან. ტანვარჯიში, ველოსიპედზე ვარჯიში, ცეკვა და ცურვა ხელს უწყობს ვენური სისხლის მიმოქცევას.
ისეთი სპორტის სახეობები, როგორიცაა ჩოგბურთი, ხელბურთი, კალათბურთი – არ არის მიზანშეწონილი, რადგან ისინი აფართოვებენ ვენებს და ანელებენ ვენური სისხლის უკუდინებას.

მოერიდეთ მაღალ ტემპერატურას.

სითბო ხელს უწყობს ვენების გაფართოებას. აქედან გამომდინარე, მზის აბაზანებს, ცხელი ცვილით მკურნალობას, იატაკქვეშა გათბობის სისტემებს, ცხელ აბაზანებს და საუნებს უნდა ერიდოთ.

Woman legs with cramp.

უპირატესობა მიანიჭეთ დაბალ ტემპერატურას.

Ältere Frau macht Wechselbäderყოველდღიურად შხაპის დასრულება ფეხებზე გრილი წყლის გადავლებით გაააქტიურებს ვენების ფუნქციას, და შეამცირებს სიმძიმის და ტკივილის შეგრძნებას ფეხებში.

დაიკელით ჭარბი წონა და მოიწესრიგეთ კუჭ-ნაწლავის სისტემა.

mid age woman having stomach painშეკრულობა და ჭარბი წონა ზრდის ვენურ წნევას. ეს შეიძლება აღმოიფხვრას მაღალ-ბოჭკოვანი დიეტით, ადეკვატური რაოდენობის სითხის მიღებით (1,5 ლ წყალი დღეში), და ნაჯერი ცხიმების (კარაქი, წითელი ხორცი) მიღების შეზღუდვით.

უპირატესობა მიანიჭეთ თავისუფალ ტანსაცმელს.

ტანსაცმელი, რომელიც ძალიან მჭიდროა, ზეწოლას ახდენს თქვენს ვენებზე და ხელს უშლის ვენური სისხლის უკუდინებას. აირჩიეთ ტანსაცმელი, რომელიც არ არის შემოჭერილი, თავი აარიდეთ მჭიდრო შარვალის, კორსეტებისა და ქამრების ტარებას.

ატარეთ საშუალო ქუსლის მქონე ფეხსაცმელი.

legsმაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ისევე როგორც უქუსლო ფეხსაცმელი, არ უწყობს ხელს ვენური სისხლის უკუდინებას. იდეალურია 3 ან 4 სმ ქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება.

ძილის ან მოსვენების დროს ეცადეთ ფეხები მოათავსოთ ოდნავ აწეულ მდგომარეობაში.

ფეხის წრიული მოძრაობები ძილის წინ და ძილის დროს, ასევე ფეხებისკენ საწოლის ამაღლება (დაახლოებით 10 – 15 სმ-ით) შეამცირებს ვენურ შეგუბებას.

გაიკეთეთ ფეხის მასაჟი ხშირად, როგორც შესაძლებელია.

ფეხების მასაჟი ტერფიდან ბარძაყის მიმართულებით აუმჯობესებს ვენურ სისხლის მიმოქცევას.

Seniorin massiert ihre Beine

მიმართეთ ექიმს რეგულარულად.

Female doctor talking to patient

თქვენ უნდა მიმართოთ ექიმს, როგორც კი გამოგივლინდებათ ტკივილსა და სიმძიმის შეგრძნება ქვემო კიდურებში, კოჭები შეგიშუპდებათ და ვენები გამოგიჩნდებათ, რათა ადრეულ სტადიაშივე მოხდეს ქრონიკული ვენური დაავადების დიაგნისტირება და პრევენციული მკურნალობის დაწყება. თუ
ფეხმძიმედ ხართ ან იტარებთ ჰორმონალურ თერაპიას, შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს, რადგან ეს ფაქტორები ამძიმებს ვენური დაავადების სიმპტომებს.

ჯანმრთელობისთვის აუცილებელია ექიმის მიერ თქვენი მდგომარეობის რეგულარული მონიტორინგი და შესაბამისი მკურნალობა. მკურნალობის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ნაწილში სათაურად
„მკურნალობა“.