ზოგადი ინფორმაცია

რატომ აღინიშნება სიმძიმის შეგრძნება ქვემო კიდურებში?

ქვემო კიდურების ვენური სისტემის საშუალებით სისხლი კვლავ ბრუნდება გულში. ვენური უკმარისობა პათოლოგიური მდგომარეობაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია შეგუბება ან სისხლის მიმოქცევის გაუკუღმართება ქვემო კიდურების ვენურ სისტემაში (როდესაც ვენებს ურთულდებათ სისხლის გაგზავნა გულისკენ). ეს მდგომარეობა განაპირობებს ვენის სანათურის თანდათანობით გაგანიერებას, რის შედეგადაც ვითარდება ვენური სარქვლის უკმარისობა. ვენური სარქვლის პირველადი ფუნქცია გახლავთ, მოახდინოს ვენური სისხლის უკუდინების პრევენცია. სარქვლოვანი უკმარისობა განაპირობებს ქვემო კიდურებში სისხლის შეგუბებას.

რა სიმპტომები ახასიათებს ქრონიკულ ვენურ დაავადებას?

Woman legs with cramp.

ქრონიკული ვენური დაავადება შესაძლოა ზოგჯერ უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, თუმცა ხშირ შემთხვევაში აღნიშნულ პათოლოგიას ახასიათებს ისეთი მრავალფეროვანი სიმპტომები როგორიცაა:

  • სიმძიმის შეგრძნება ქვემო კიდურებში, რომელიც განსაკუთრებით თავს იჩენს დღის ბოლოს და გაივლის ქვემო კიდურების ზემოთ აწევის შემთხვევაში ან სიარულის შემდეგ.
  • შეშუპება, რომელიც გამოხატულია კოჭ-წვივის მიდამოში
  • ჩხვლეტისა და დაბუჟების შეგრძნება
  • ღამის კრუნჩხვები
  • ქავილი, დაღლილობისა და წვის შეგრძნება, ა.შ.

აღნიშნული სიმპტომები ძირითადად ვლინდება წვივის მიდამოში დღის ბოლოს და გარემოს მაღალი ტემპერატურის დროს.

როგორია დაავადების გამოსავალი?

როდესაც დაავადება ვითარდება და პაციენტი არ იტარებს მკურნალობას დაავადება პროგრესირებს, თავს იჩენს:

  • ვარიკოზულად გაგანიერებული ვენები, რომელიც ხშირად მტკივნეულია
  • თან ახლავს გართულებები, ისეთი როგორიცაა შეშუპება, კანის შეფერილობის ცვლილება და ვენური წყლული.

ვის შეიძლება განუვითარდეს ქრონიკული ვენური დაავადება?

დღეისათვის ქრონიკული ვენური დაავადება ფართოდ გავრცელებულია მთელს მსოფლიოში. ყოველი 10 – დან 8 ადამიანს გამოხატული აქვს ქრონიკული ვენური დაავადების ესა თუ ის ფორმა. მიუხედავად იმისა, რომ დაავადებულთა უმრავლესობას ქალბატონები წარმოადგენენ, მამაკაცებიც საკმაოდ მაღალი სიხშირით ავადდებიან. სიმპტომების სიმძიმე იზრდება ასაკთან ერთად, რადგანაც ვენები ასაკის მატებასთან ერთად კარგავენ ელასტიურობას.

რომელია დაავადების განმაპირობებელი რისკ-ფაქტორები?

რისკ-ფაქტორები მრავალფეროვანია, რომლებიც ხელს უწყობენ დაავადების განვითარებას ან აუარესებენ ვენური დაავადების სიმპტომებს.

  • ზოგიერთი რისკ-ფაქტორი საერთოა ორივე სქესის წარმომადგენლებისთვის:
    • ასაკი
    • გენეტიკური მიდრეკილება
    • ჭარბი წონა
    • დიეტა
    • უმოძრაო ცხოვრების წესი
    • პროფესიის გამო ფეხზე დიდხანს დგომა ან ჯდომა
    • ფეხის ფეხზე გადადება
    • სიმძიმის აწევა (>10 კგ ქალებისთვის, >25 კგ მამაკაცებისთვის)
    • მჭიდრო სამოსის ტარება (ქამარი, ვიწრო შარვალი, კორსეტი, სარტყელი, მოჭერილი ფეხსაცმელი და ა.შ.)
    • კლიმატური პირობები (სიცხე,ზაფხულის პერიოდი)
    • მოწევა
    • სპორტის ზოგიერთი სახეობა (ჩოგბურთი, ძალოსნობა და ა.შ.)
  • სხვა ფაქტორები, რომელიც სპეციფიურია ქალბატონებისთვის, როგორიცაა: პრემენსტრუალური სიმპტომები, კონტრაცეპტივების მიღება, ორსულობის რაოდენობა.
  • სხვა ფაქტორები ასოცირებულია პროფესიის გამო ფეხზე დიდხანს დგომასთან ან ჯდომასთან, მაგალითად ისეთი პროფესიები როგორიცაა: მზარეული, დალაქი, მოლარე, მძღოლი, ქირურგი, გამყიდველი, ადმინისტრაციული პერსონალი, სამედიცინო პერსონალი, ბორტ-გამცილებელი და ა.შ.

სწორი / მცდარი შეხედულება

სწორი მცდარი
ტკივილი ყოველთვის ვითარდება ვენური დაავადების გვიან სტადიაზე
მხოლოდ ქალბატონებს აღენიშნებათ სიმძიმის შეგრძნება ქვემო კიდურებში
კიდურებში სიმძიმის შეგრძნება განპირობებულია არტერიების შევიწროებით
ტკივილი ქვემო კიდურებში უმრავლეს შემთხვევაში ვითარდება დღის ბოლოს
ვენური დაავადება ქრონიკული და პროგრესირებადი პათოლოგიაა
ვარიკოზული ვენები (ხილული, დაგრეხილი და დეფორმირებული) შესაძლოა იყოს ქვემო კიდურებში სიმძიმის შეგრძნების გართულება
შეამოწმეთ პასუხი