კითხვა-პასუხი

როგორ ამოვიცნოთ ვენების ქრონიკული დაავადება?

დიდი ხანია მაწუხებს ფეხების ტკივილი, სიმძიმე და შეშუპება. არის თუ არა ეს ვენური ცირკულაციის დარღვევის ნიშნები?

თქვენი სიმპტომები ჰგავს ვენების ქრონიკული დაავადების სიმპტომებს. სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, ექიმს მიმართეთ.

დღის ბოლოს ფეხები მეღლება და მტკივა. რა არის ამის მიზეზი და როგორ მოვიქცე?

ეს სიმპტომები კავშირშია ვენების ქრონიკულ დაავადებასთან, ვენებში სისხლის მიმოქცევის დარღვევასთან. პრობლემა რომ არ გამწვავდეს, შეცვალეთ ყოველდღიური ცხოვრების წესი (იხილეთ ნაწილი “სასარგებლო ჩვევები”). გარდა ამისა, უნდა მიმართოთ ექიმს. ის გამოგიწერთ მედიკამენტებს, რომლებიც შეაჩერებს დაავადების გამწვავებას და თავიდან აგაცილებთ გართულებებს.

თვითმფრინავით მგზავრობის შემდეგ ფეხები შეშუპებული მაქვს და მტკივა. რა არის ამის მიზეზი?

Businesswoman Sleeping In Private Jetდიდხანს უმოძრაოდ ჯდომის გამო ვენებში სისხლის მიმოქცევა ირღვევა, სისხლი აღარ ადის ზემოთ, გულისკენ. თუ ტკივილი ინტენსიურია, შეიძლება თქვენ გაქვთ ვენების ქრონიკული დაავადება. მიმართეთ ექიმს, ის სწორად შეარჩევს თქვენი პრობლემის გადაჭრის მეთოდს (იხილეთ ნაწილი მკურნალობა”).

სამსახურში დიდხანს მიწევს ფეხზე დგომა. დღის ბოლოს ფეხები მტკივა და მიშუპდება. რა არის ამის მიზეზი?

დიდხანს უმოძრაოდ დგომის გამო ვენებში სისხლის მიმოქცევა ირღვევა, სისხლი აღარ ადის ზემოთ, გულისკენ. თუ ტკივილი ინტენსიურია, შეიძლება თქვენ გაქვთ ვენების ქრონიკული დაავადება. მიმართეთ ექიმს, ის სწორად შეარჩევს თქვენი პრობლემის გადაჭრის მეთოდს.

როდის უნდა მივმართო ექიმს და რომელ ექიმს სჯობს მივმართო?

თუ რეგულარულად გაწუხებთ ზემოთხსენებული სიმპტომები, ანუ დღის ბოლოს ფეხებში სიმძიმის შეგრძნება გაქვთ, ფეხები გტკივათ, გისივდებათ, ღამით ფეხები გეკვანძებათ ან გაქვთ ქავილის და მოუსვენრობის შეგრძნება, თუ გაქვთ ვენების ვარიკოზული გაგანიერების ან ედემის ნიშნები, უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს. ოჯახის ექიმი ჩაატარებს კლინიკურ გამოკვლევას და, თუ საჭიროა, გაგაგზავნით დამატებით გამოკვლევაზე შესაბამის სპეციალისტთან (ფლებოლოგთან, სისხლძარღვთა ქირურგთან ან ანგიოლოგთან).

როგორ დასვამს ექიმი ქრონიკული ვენური დაავადების დიაგნოზს?

კლინიკური გამოკვლევა მოიცავს მარტივ ვიზუალურ შემოწმებას, ფეხების პალპაციას. ზოგჯერ ასევე აუცილებელია კვლევის ჩატარება არაინვაზიური ინსტრუმენტით, რომელსაც ეწოდება ექო-დოპლერი, რომლის მეშვეობითაც ვენებში სისხლის მოძრაობა შემოწმდება და დადგინდება არსებული დარღვევები.

როგორ შევცვალოთ ცხოვრების სტილი ისე, რომ თავიდან ავიცილოთ ვენური დაავადების სიმპტომები?

შეიძლება თუ არა სპორტის მეშვეობით ავიცილოთ თავიდან ვენური დაავადება?

marathon athlete running on streetგააჩნია სპორტის სახეობას. ფეხით სიარული, ველოსიპედის ტარება, ცურვა და ცეკვა კარგია, რადგან ეს სახეობები ხელს უწყობს სისხლის მოძრაობას გულის მიმართულებით ფეხის კუნთების დაჭიმვის ხარჯზე, ამდენად, ეს სახეობები კარგია ვენური სისხლის მიმოქცევისთვის. მაგრამ ძალისმიერი სპორტი, როგორიცაა ჩოგბურთი, კალათბურთი და ფეხბურთი არ არის მიზანშეწონილი, რადგან ეს სახეობები იწვევს ვენების გაგანიერებას და აფერხებს სისხლის მიმოქცევას.

იწვევს თუ არა კონტრაცეპტივები ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას?

Colorful contraceptive pills strips.ყველა ჰორმონალური მედიკამენტი უარყოფითად მოქმედებს ვენებზე. ამიტომ, კონტრაცეპტივების მიღება მიზანშეწონილი არ არის ფლებიტიანი პაციენტისთვის. გარდა ამისა, კონტრაცეპტივის გავლენა ვენების მდგომარეობაზე დამოკიდებულია ჰორმონის დოზაზე. ახალი თაობის პრეპარატები შეიცავენ პროგესტერონის და ესტროგენის ნაკლებ დოზას, ამდენად მათი უარყოფითი გავლენა ვენებზე უმნიშვნელოა განსხვავებით ძველი თაობის კონტრაცეპტივებისგან, რომლებიც იწვევდა ვენური დაავადებების მაღალ რისკს. კონტრაცეპტივის სწორად შესარჩევად მიმართეთ გინეკოლოგს.

ფეხმძიმობა ზრდის ვენური დაავადების რისკს, როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?

Pregnant East Indian Womanფეხმძიმობა არ წარმოადგენს მწვავე პრობლემას; რისკის თავიდან ასაცილებლად შეცვალეთ ცხოვრების სტილი (იხილეთ ნაწილი სასრგებლო რჩევები). გარდა ამისა, ქრონიკული ვენური დაავადების სიმპტომების შემთხვევაში, შეგიძლიათ ჩაიტაროთ ეფექტური მკურნალობა ფეხმძიმობით გამოწვეული გართულებების თავიდან აცილების მიზნით.

ხელს უწყობს თუ არა ოდნავ აწეული ფეხებით დაძინება ვენებში სისხლის მიმოქცევის აღდგენას?

დიახ. თუ საწოლის ქვედა ნაწილს 10- 15 სანტიმეტრით აამაღლებთ, ვენებში სისხლის მიმოქცევა გაუმჯობესდება. ოღონდ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ასე დაძინება დაუშვებელია, როდესაც გაწუხებთ გულის უკმარისობა.

რამდენად ამცირებს ვენური დაავადების სიმპტომებს წონაში დაკლება?

ჭარბწონიანობა და სიმსუქნე ამწვავებს ვენების დაავადებას. ამდენად, წონის დაკლება შეამსუბუქებს თქვენს მდგომარეობას.

როგორ ვებრძოლოთ ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას?

ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას ნაწილობრივ იწვევს გენეტიკური და გარემო ფაქტორები. გარემო ფაქტორების უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად აუცილებელია ცხოვრების სტილის შეცვლა (იხილეთ ნაწილი სასრგებლო რჩევები) ეს დაგეხმარებათ დაავადების შემდგომი გამწვავების თავიდან აცილებაში. გარდა ამისა, არსებობს ეფექტური მკურნალობა (როგორიცაა კომპრესი და ვენებში სისხლის მიმოქცევის გასააქტიურებელი პრეპარატები). ცხოვრების სტილის შეცვლა და ამ პრეპარატების მიღება დაავადების ადრეულ სტადიაში თავიდან აგაცილებთ შემდგომ გართულებებს.

როგორ ვითარდება დროთა განმავლობაში ქრონიკული ვენური დაავადება?

თავიდან მაწუხებდა მხოლოდ ფეხებში სიმძიმის შეგრძნება, ახლა უკვე მაქვს ტკივილი და შეშუპება. რამდენად მაღალია პრობლემის გამწვავების რისკი?

შესაძლოა თქვენ გაქვთ ვენების ქრონიკული დაავადება. ეს დაავადება პროგრესირებს და საბოლოოდ იწვევს სერიოზულ გართულებებს, რომლებიც ძნელად იკურნება (ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ედემა, წყლულები).

ოჯახის ექიმმა დამისვა ვენების ქრონიკული დაავადების დიაგნოზი. რა მომელის, თუ არ ვიმკურნალე?

როდესაც ვენების ქრონიკული დაავადება პროგრესირებს, იგი იწვევს ანთებით პროცესებს და აზიანებს ვენის სტრუქტურას (იხილეთ ნაწილირა უნდა ვიცოდეთ”). შესაძლო გართულებებია: ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ედემა, წყლულები. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია მკურნალობის ჩატარება დაავადების ადრეულ ეტაპზე.