მკურნალობა

ვენური უკმარისობის მკურნალობა აუცილებელია.

მკურნალობის მიზანია სიმპტომების შემცირება და გართულებების თავიდან აცილება.

არსებობს სამი სახის გადაწყვეტილება:

ცხოვრების წესი და დიეტა

ცხოვრების წესთან დაკავშირებული რამდენიმე მარტივი რჩევა დაგეხმარებათ ფეხების ტკივილის შემცირებაში. დეტალებისთვის იხილეთ ნაწილი „სასარგებლო ჩვევები“.

გააკეთეთ არ გააკეთოთ

დაკავდით მსუბუქი ფიზიკური ვარჯიშით

დიდხანს არ იჯდეთ ან იდგეთ ერთ პოზიციაში

მიიღეთ ცივი შხაპი

არ მიიღოთ მზის აბაზანები

აამაღლეთ თქვენი საწოლის ის ადგილი, სადაც ფეხებია მოთავსებული

არ ატაროთ ვიწრო, მოჭერილი ტანსაცმელი

ატარეთ დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი

არ ატაროთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი

დაიცავით ბალანსირებული დიეტა

მოერიდეთ თამბაქოს, ყავას და ალკოჰოლურ სასმელს

კომპრესიული თერაპია (წინდები და ბანდაჟები)

კომპრესიული თერაპია ვენებს თავის ადგილზე აბრუნებს, ხელს უწყობს შეშუპების პრევენციას და ქსოვილების ჟანგბადით გამდიდრებას.

ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ კომპრესიული თერაპია. აფთიაქში შეგირჩევენ თქვენთვის შესაფერის წინდებსა და ბანდაჟის ზომას, ფაქტურას, ქსოვილს.

მედიკამენტური მკურნალობა

Female doctor talking to patient

მედიკამენტოზური მკურნალობის ძირითად მიზანს წარმოადგენს ქვემო კიდურებში ვენური და ლიმფური სისტემის ნორმალური ფუნქციონირების აღდგენა და დაავადების პროგრესირების შეფერხება. ფლებოტროპული პრეპარატები ყველაზე დანიშვნადი საშუალებებია ქრონიკული ვენური დაავადების დროს. მათი გამოყენების ჩვენებას წარმოადგენს დაავადებისათვის დამახასიათებელი სიმპტომების (სიმძიმის, ტკივილის, დაღლილობის შეგრძნება ქვემო კიდურებში) არსებობა, მიუხედავად დაავადების კლინიკური კლასისა. ფლებოტროპული პრეპარატები უზრუნველყოფენ სიმპტომების სწრაფად მოხსნას და პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.
თუმცა უახლესი საერთაშორისო რეკომენდაციების მიხედვით, ფლებოტროპული პრეპარატები განსხვავდებიან ერთმანეთისგან ეფექტურობით და ვენური სარქვლის დაცვის უნარით.¹
1

ფლებოტროპული პრეპარატების გამოყენების რეკომენდაცია¹

 solution page

*მდფფ – მიკრონიზებული დაწმენდილი ფლავონოიდური ფრაქცია შემდეგი ბრენდული სახელწოდებით არის ხელმისაწვდომი: დეტრალექსი, დაფლონი, არდიუმი, ალვენორი, არვენუმი, კაპივენი, ელატეკი, ფლებოტროპინი, ვარიტონი, ვენიტონი.

დეტრალექსი ყველაზე მეტად დანიშვნადი პრეპარატია მთელს მსოფლიოში, ქრონიკული ვენური დაავადების სამკურნალოდ.2 (დამატებითი ინფორმაციისთვის დააჭირეთ ღილაკს)

Nicolaides A et al. Management of chronic venous disorders of the lower limbs: guidelines according to scientific evidence. Int Angiol. 2014:33(2):126-139.

IMS data in prescriptions in venous disease (moving 12 months total at the end of march 2014. Perimeter: 38 countries. List available on request).