რამდენად ჯანსაღია თქვენი ყოველდღიური ცხოვრების წესი?

1/5 - სპორტის რომელ სახეობას უნდა მიანიჭოთ უპირატესობა ფეხებში სიმძიმის შეგრძნებისას?

სეირნობა
ჩოგბურთი
ცხენოსნობა
ველოსპორტი
სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების მიზნით, რეკომენდირებულია მისდიოთ სპორტის რომელიმე სახეობას. თუმცა, სასურველია ზოგიერთ მათგანს თავი აარიდოთ ან განსაკუთრებული ზედამხედველობის ქვეშ შეასრულოთ. ეს შეეხება სიმძიმეებით ვარჯიშს, ძალოსნობას, ასევე სპორტის ისეთ სახეობებს, როგორიცაა ჩოგბურთი, მარათონული რბოლა, კალათბურთი და ა.შ. ამასთანავე, როდესაც ცხელ გარემოში ხდება შესრულება, ან საჭიროებს ცხელ, მჭიდროდ მორგებულ აღჭურვილობას (ფარიკაობა, ცხენოსნობა, ჰოკეი და ა.შ.).

2/5 - სხეულის როგორ მდგომარეობას უნდა მიანიჭოთ უპირატესობა, თუ ფეხები გტკივათ ან სიმძიმის შეგრძნება გაქვთ?

მჯდომარე მდგომარეობა, გაშლილი ფეხებით
მჯდომარე, ფეხი-ფეხზე გადადებული
ლოტოსის პოზა
წამოწოლა, ფეხები სხეულთან შედარებით მაღლა აწულ მდგომარეობაში
ჯდომის ან წოლის დროს გაშალეთ ფეხები. ეს ხელს შეუწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას. სასურველია, ფეხები საწოლიდან 10-15 სმ სიმაღლეზე აწეულ მდგომარეობაში მოათავსოთ. თუ გიწევთ დიდხანს ჯდომა ან დგომა, შეძლებისდაგვარად შეისვენეთ რეგულარულად, ისეირნეთ ან გაშალეთ ფეხები.

3/5 - ჩამოთვლილთაგან რომელი ყოველდღიური ჩვევა უწყობს ხელს ფეხებში სიმძიმის შეგრძნების შემცირებას?

მომადუნებელი, ცხელი აბაზანა
სწრაფი, ნელთბილი შხაპი
ხანგრძლივი, ცხელი შხაპი
აბაზანის ან შხაპის შემდგომ ფეხებზე გრილი წყლის გადავლება
ქვედა კიდურებში სიმძიმის შესამცირებლად, სასურველია თავი აარიდოთ მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებას. კერძოდ, ცხელი შხაპისა და აბაზანის მიღებას, საუნაში, თურქულ აბანოში ვიზიტს, ცხელი ცვილით ეპილაციას. სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების შემდგომ სასურეველია ფეხებზე გრილი წყლის გადავლება.

4/5 - ვენური უკმარისობის შემთხვევაში ქვემოთ ჩემოთვლილთაგან რომელს უნდა მიანიჭოთ უპირატესობა?

საკმარისი რაოდენობით წყლის მიღება (მინიმუმ 1.5 ლ.)
ნაჯერი ცხიმების მიღება (კარაქი, წითელი ხორცი და ა.შ.)
ჩაის და ყავის სმა
ალკოჰოლისა და სიგარეტის შემცირება
ბალანსირებული დიეტა, ვენური შეგუბების ხელშემწყობი ნივთიერებების შეზღუდვა, როგორიცაა ალკოჰოლი, სანელებლები, ჩაი, ყავა, და თამბაქო. ჭარბწონიანობის შემთხვევაში, სასურველია წონაში დაკლება (რამდენადაც ეს შესაძლებელია).

5/5 - რა უნდა ჩაიცვათ, თუ თქვენ ფეხებში სიმძიმის შეგრძნება გაწუხებთ?

მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი
დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი
კაბა
ვიწრო ჯინსი
სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების მიზნით, სასურველია თავი აარიდოთ ქამრის, სარტყელის ან მჭიდრო ტანსაცმლის ტარებას. აგრეთვე, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლისა და მაღალყელიანი ჩექმის ტარებას, რადგან ეს ხელს უწყობს კანჭის კუნთების დაჭიმვას. არჩევანი შეაჩერეთ კომფორტულ დაბალქუსლიან ფეხსაცმელზე (3 - 4სმ).
დაადასტურეთ პასუხი
შემდეგი შეკითხვა