დაიცავით შესაბამისი დიეტა

რატომ არის საჭირო კვების მონიტორინგი?

ზედმეტი წონა და არასაკმარისი ფიზიკური დატვირთვა იწვევს ფეხებში სიმძიმის შეგრძნებას, ზოგჯერ ვენების ვარიკოზულ გაგანიერებასაც.

საკვები, რომელიც შეძლებისდაგვარად არ უნდა მიიღოთ

მოერიდეთ საკვებს, რომელიც იწვევს ვენების დახშობას. ასეთი პროდუქტებია:

  • სანელებლები
  • ყავა
  • ჩაი

ებრძოლეთ ზედმეტ წონას

ეცადეთ დაიკლოთ წონაში (რამდენადაც შესაძლებელია), თუ ჭარბწონიანი ხართ.

ჯანსაღი კვების მარტივი წესები:

  • მიიღეთ მრავალფეროვანი საკვები
  • ყოველდღიურ რაციონში უნდა შედიოდეს:
    • ხუთი ულუფა ხილი და ბოსტნეული
    • სამნაირი რძის პროდუქტი
    • თევზი, ხორცი ან კვერცხი (დღეში ერთხელ ან ორჯერ)
    • ნახშირწყლები (ყოველი კვების დროს)
  • დალიეთ ბევრი წყალი
  • შეზღუდეთ ცხიმის მიღება, შაქრიანი საკვები, ალკოჰოლი და მარილი

მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს

მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელების გადაჭარბებულ მოხმარებას, რადგან ეს იწვევს კაპილარების გაგანიერებას, კანის სიწითლეს, კანზე ლაქების გაჩენას, ერითროციტების მომატებას, ვენების გამობერვას.