ფეხმძიმობის დროს

რატომ ართულებს ფეხმძიმობა ვენების მდგომარეობას?

ფეხმძიმე ქალები ხშირად უჩივიან ვენების პრობლემებს.
ამის მიზეზია სქესობრივი ჰორმონების მკვეთრი ზრდა (ესტროგენის და, განსაკუთრებით, პროგესტერონის). ჰორმონების მკვეთრი ზრდა ფეხმძიმობის პერიოდში მოქმედებს ვენების ელასტიურობასა და სიმყიფეზე, ვენები ფართოვდება.
გარდა ჰორმონალური ცვლილებებისა, ფეხმძიმობასთან დაკავშირებული სხვა ფაქტორებიც იწვევს ვენების გაგანიერებას:

  • გაძლიერებული წნევა მენჯის არეში
  • სისხლის მოცულობის ზრდა
  • ასაკი (რაც უფრო ასაკოვანია ქალი, მით მეტია რისკი)
  • წინა ორსულობების რაოდენობა (ვენური უკმარისობის რისკი ორმაგდება მეორე ორსულობის პერიოდში)

როგორ დავიცვათ ვენები ფეხმძიმობის დროს?

ექიმი დაგეხმარებათ ვენური უკმარისობის სიმპტომების დაძლევაში, როგორიცაა სიმძიმის შეგრძნება ფეხებში, ტკივილი, ვენების ვარიკოზული გაგანიერება ან ედემა. აუცილებლად გაესაუბრეთ ექიმს შემაწუხებელი სიმპტომების შესახებ.

 

სასარგებლო ჩვევები:

  • აწიეთ ფეხები, რომ თავიდან აიცილოთ შეშუპება
  • არ იდგეთ ფეხზე დიდხანს
  • ნუ მიუშვერთ ფეხებს სითბოს წყაროს, ნუ მიიღებთ მზის აბაზანებს

როდის გვესაჭიროება ვასკულარული სისტემის სპეციალისტის კონსულტაცია?

medecinფეხმძიმობის პერიოდში და მშობიარობის შემდეგ თქვენი მთავარი კონსულტანტი უნდა იყოს გინეკოლოგი. იგი ასევე მიხედავს ვენურ პრობლემებს და, თუ საჭიროა, გამოგიწერთ კომპრესულ წინდებს ან ფლებოტროპულ მედიკამენტებს. ვასკულარული სისტემის სპეციალისტის ჩარევა საჭიროა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როგორიცაა თრომბოზი ან ფლებიტი.

მშობიარობის შემდეგ გინეკოლოგმა შეიძლება გაგაგზავნოთ ვასკულარული სისტემის სპეციალისტთან ან ანგიოლოგთან უფრო ზუსტი დიაგნოსტიკის მიზნით, ან დაგინიშნოთ დოლპეროგრაფია. შესაბამისი სპეციალისტი დაგინიშნავთ მკურნალობას, რაც თავიდან აგაცილებთ გართულებებს შემდგომი ორსულობის შემთხვევაში.