გამოყენების წესები

1. ვებგვერდის გამოყენების წესები

წინამდებარე ვებგვერდის “https://www.venuritkivili.ge” (შემდგომში მოხსენიებული, როგორც “საიტი”) გამოყენების პირობებით დადგენილი წესები (შემდგომში მოხსენიებული, როგორც “წესები”) არეგულირებს ვებგვერდის გამოყენების პირობებს.

საიტის გამოყენებით ინტერნეტ მომხმარებელი (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მომხმარებელი“) ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება წინამდებარე წესებს და კისრულობს ვალდებულებას უპირობოდ დაიცვას ისინი. მომხმარებელს ვურჩევთ, რეგულარულად გაეცნოს წესებს, რადგან მათი შინაარსი შეიძლება შეიცვალოს.

2. ზოგადი პირობები

საიტი “https://www.venuritkivili.ge” გამოქვეყნებულია გამარტივებული სააქციო საზოგადოება, „ლე ლაბორატუარ სერვიეს“ მიერ, რომლის კაპიტალი შეადგენს 34,590,852 ევროს, დარეგისტრირებულია ნანტის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში ნომრით 085 480 796. მისი სათავო ოფისი მდებარეობს შემდეგ იურიდიულ მისამართზე: კარნოს ქ. 50, სიურენი 92284, საფრანგეთი – ტელ: 00 33 (0)1 55 72 60 00. „ლე ლაბორატუარ სერვიე“ არის „სერვიეს“ კომპანია.

გამოცემის დირექტორი, ოლივიერ გრისონი, ციფრული კომუნიკაციების დირექტორი.

საიტის “https://www.venuritkivili.ge” მასპინძელია შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია „პრაქსისი“(PRAXIS), რომლის საინვესტიციო კაპიტალი შეადგენს 7800 ევროს. დარეგისტრირებულია ნანტის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში ნომრით 321 423 204. მისი სათავო ოფისი მდებარეობს შემდეგ იურიდიულ მისამართზე: კარნოს ქუჩა 50, სიურენი 92284, საფრანგეთი.

საიტი “https://www.venuritkivili.ge” შექმნილი და წარმოებულია შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანიის, „დიჯითჰელსის“(DIGITHEALTH) მიერ, რომლის საინვესტიციო კაპიტალი შეადგენა 5000 ევროს. დარეგისტრირებულია ნანტის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში ნომრით B534 475 77. მისი სათავო ოფისი მდებარეობს შემდეგ იურიდიულ მისამართზე: მარსელ დასოს ქ. 47. ბულონ ბიანკური. საფრანგეთი.

3. ინტელექტუალური საკუთრება

საიტის მომხმარებელი აღიარებს, რომ საიტზე შეუზღუდავად განთავსებული ინფორმაცია ტექსტი, გრაფიკა, ფოტოები, სურათები, მონაცემები, დიზაინი, აუდიო, ვიდეო ჩანაწერები, ისევე როგორც, საიტის სტრუქტურა, ნავიგაციის გეგმა, ლოგოები, დიზაინი, სექციის დიზაინი, განლაგება, სათაური, მონაცემთა ბაზები, სასაქონლო ნიშანი, სტრუქტურა და შინაარსი (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „შინაარსი“), წარმოადგენს „ლე ლაბორატუარ სერვიეს“ ექსკლუზიურ საკუთრებას.

საიტის შინაარსი განსაზღვრულია მხოლოდ მომხმარებლის პირადი სარგებლობისთვის, საიტის გამოყენების წესების მკაცრი დაცვით, წინამდებარე გამოყენების პირობების შესაბამისად. ნებისმიერი სხვა ფორმით შინაარსის გამოყენება “ლე ლაბორატუარ სერვიეს მიერ “ წინასწარ მინიჭებული უფლების გარეშე აკრძალულია და ჩაითვლება კანონდარღვევად.

სერვიეს და მისი პარტნიორების სავაჭრო ნიშნები, ისევე როგორც, საიტის ლოგო, რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნებია. აკრძალულია სავაჭრო ნიშნების ან ლოგოების მთლიანი ან ნაწილობრივი რეპროდუქცია, ან მათი კომპონენტების გამოყენება მათი მფლობელის მიერ წინასწარ მინიჭებული უფლების გარეშე.

მომხმარებელი კისრულობს პასუხისმგებლობას გამოიყენოს საიტი:

– დანიშნულებისამებრ;

– მხოლოდ პირადი სარგებლობისათვის და არა კომერციული ან სარეკლამო მიზნებისათვის;

– საავტორო უფლებების სრული დაცვით;

– ბოტების ან ავტომატიზაციის სხვა საშუალებების გარეშე, ან საიტის გვერდის ავლით ინფორმაციის მოპოვების მცდელობის გარეშე, ინფორმაციაზე წვდომის განხორციელების მიზნით;

– მასზე განთავსებული ინფორმაციის მთლიანი ან ნაწილობრივი კოპირების, რეპროდუქციის, გამოქვეყნების, გავრცელების, ნებისმიერი გზით მესამე პირისათვის გადაცემის გარეშე.

4. საიტის გამოყენება

საიტის სერვისის და მასზე განთავსებული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ მომხმარებლის პირადი სარგებლობისათვის და არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს რომელიმე კომპანიის, ორგანიზაციის სასარგებლოდ პროფესიული, სარეკლამო, მარკეტინგული და კომერციული მიზნებისთვის.

მომხმარებელი ინფორმირებულია, რომ საიტზე განთავსებული ინფორმაცია არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სამედიცინო რჩევად და არ უნდა მოხდეს მხოლოდ მასზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღება.

მომხმარებელმა არ უნდა გამოიყენოს საიტით გავრცელებული ინფორმაცია დიაგნოზისა და მკურნალობის დასადგენად. ამისათვის მათ კონსულტაცია უნდა გაიარონ ჯანდაცვის სფეროს კომპეტენტურ პროფესიონალთან, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მათ ჯანმრთელობაზე რაიმე სახის სამედიცინო გადაწყვეტილების მიღებამდე და შემდგომ მკურნალობაზე.

5. პასუხისმგებლობა

“ლე ლაბორატუარ სერვიე“ მომხმარებელს უზრუნველყოფს ჯანდაცვის სფეროსთან დაკავშირებული ინფორმაციით და სპეციალისტების მიერ პრესაში გამოქვეყნებული სტატიებით, ფარმაცევტულ კომპანიებზე დაკისრებული, საფრანგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კოდექსით განსაზღვრული სამართლებრივი და მარეგულირებელი ნორმების შესაბამისად.

“ლე ლაბორატუარ სერვიეს“ არ ეკისრება პასუხისმგებლობა ინფორმაციის ძიებისას მომხმარებლის მიერ საიტზე განთავსებული ინფორმაციის ან შეთავაზებული მომსახურების გამოყენებაზე.

მკაფიოდ ჩამოყალიბებული შეთანხმების საფუძველზე “ლე ლაბორატუარ სერვიე“ კისრულობს ვალდებულებას, ზედმიწევნით შეასრულოს წინამდებარე პირობები და უზრუნველყოს საიტზე კომპეტენტური, ხარისხიანი, ამომწურავი ინფორმაციის განთავსება და მომხმარებლისთვის ხარისხიანი მომსახურების შეთავაზება, ინფორმაციაზე უწყვეტი წვდომა.

“ლე ლაბორატუარ სერვიე“ იხსნის პასუხისმგბელობას რაიმე სახის პირდაპირ ან არაპირდაპირ დაზიანებაზე მომხმარებლის მიერ საიტზე განთავსებული ინფორმაციის ძიებისას, შეთავაზებული მომსახურების გამოყენებისას ან შინაარსის გამოყენების შუძლებლობისას. მიუხედავად კომპანია “ლე ლაბორატუარ სერვიეს“ და მისი ტექნიკური მომსახურების უზრუნველმყოფი პერსონალის დიდი ძალისხმევისა, მომხმარებელი ინფორმირებულია, რომ ინტერნეტის საიმედოობა ვერ იქნება გარანტირებული, განსაკუთრებით, თუ ეს ეხება მონაცემთა გადაცემის უსაფრთხოებისა და საიტზე უწყვეტი წვდომის უზრუნველყოფას, მონაცემთა გადაცემის მოცულობასა და სისწრაფეს, ვირუსების გავრცელებას.

ყველა შემთხვევაში, მომხმარებელი სცნობს, რომ საიტზე განთავსებული ინფორმაცია და შეთავაზებული მომსახურება:

– შეიძლება შეწყდეს ფორსმაჟორული ან ისეთი მოვლენების გამო, რომელიც სცილდება“ლე ლაბორატუარ სერვიეს“ კონტროლს, რაზედაც კომპანია არ არის პასუხისმგებელი;

– შეიძლება შეიცავდეს ტექნიკურ ან ადამიანურ შეცდომას;

– მას შეიძელება შედეგად მოჰყვეს მონაცემთა დაკარვა.

6. ჰიპერბმულები

წინამდებარე საიტზე შეიძლება განთავსებული იყოს სხვა ვებგვერდებთან დამაკავშირებელი ბმულები, რადგან მათი შინაარსის გაკონტროლება შეუძლებელია, ან იცვლება, “ლე ლაბორატუარ სერვიე“ არ არის პასუხისმგებელი მათ შინაარსზე, გამოყენებასა და მესამე პირის ვებგვერდის სტანდარტზე.

უფრო მეტიც, პიპერმბულების არსებობა მესამე პირის ვებსაიტთან, არ გამოხატავს “ლე ლაბორატუარ სერვიეს“, მისი პარტნიორებისა და თნამშრომლების, შეხედულებებს.

“ლე ლაბორატუარ სერვიე“ არ არის პასუხისმგებელი ჰიპერბმულების საშუალებით მესამე პირის ვებგვერდის ხელმისაწვდომობაზე, შინაარსზე და ინფორმაციის სისწორეზე. შესაბამისად, მესამე პირების ვებგვერდების გამოყენებისას პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მომხმარებელს, რომელიც მხოლოდ საკუთარი რისკით მოქმედებს, აღნიშნული ვებგვერდების გამოყენების წესებისა და პირობების შესაბამისად.

7. ზოგადი დებულებები

“ლე ლაბორატუარ სერვიე“ იტოვებს უფლებას შეცვალოს წინამდებარე წესები. მომხმარებლის მიერ ამ საიტის გამოყენება გულისხმობს ამ ცვლილებებზე თანხმობას.

იმ შემთხვევაში, თუ ამ წესებიდან ერთი ან მეტი ჩაითვლება ბათილად რაიმე მიზეზით, სხვა დებულებები ძალაში რჩება სრულად.

წინამდებარე პირობები რეგულირდება საფრანგეთის კანონმდებლობით.